"რონალდუს შეეძლო 1-2 სიტყვა იუვენტუსზეც ეთქვა", - კრიშტიანუ იტალიელებმა გააკრიტიკეს
ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც აღნიშნა, რომ ის არსად მიდის. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა საკმაოდ თბილად მოიხსენია მადრიდის "რეალი", მაგრამ არა "ბებერი ქალბატონი".
უფრო კონკრეტულად კი "ბიანკონერის" ფორვარდს საერთოდ არაფერი უთქვამს თავისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ. აღნიშნული ფაქტი არ ესიამოვნათ იტალიელებს, ცნობილმა ჟურნალისტმა, ფაბიო რავეცანიმ კი "იუვეს" 7-იანი ღიად გააკრიტიკა.
"შეიძლება რამე გამოვტოვე, უბრალოდ მე ვერაფერი წავიკითხე რონალდუსთან იუვენტუსის შესახებ. შეეძლო 1-2 სიტყვა ეთქვა იმ კლუბის შესახებ, რომელიც მას ყველაზე მეტს უხდის".
შეგახსენებთ, რომ პირენეელი შემტევის სახელს პრესა უკავშირებდა "სამეფო კლუბს", "პარი სენ-ჟერმენს", "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს". 2022 წლის ზაფხულამდე, 36-წლის გოლეადორის ტრანსფერი გამორიცხულია.