ბაიერნმა იუვენტუსს შესთავაზა ბარტერი - იტალიელთა პასუხი ცნობილია
ტურინის "იუვენტუსი" არ ეშვება მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ ნახევარმცველს, კორენტინ ტალისოს. "რეკორდმაისტერი" კი ინტერესდება "ბებერი ქალბატონის" მარჯვენა მცველით, დანილო და სილვათი.
Calciomercato-ს ცნობით, "ბავარიამ" "ბიანკონერის" შესთავაზა ბარტერი - ბრაზილიელი ვინგბექის გაცვლა ფრანგ ჰავბეკზე, თუმცა იტალიელების მხრიდან უარი მოვიდა.
მასიმილიანო ალეგრის არ სურს თავისი შეგირდის გაშვება და იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი გააგრძელებს "ბაიერნის" შუახაზელზე დაკვირვებას, ეს ყოველგვარი გაცვლის გარეშე მოხდება.
აღსანიშნავია, რომ 27-წლის ნახევარმცველი არ არის "იუვენტუსში" გადასვლის წინააღმდეგი, რადგან მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მას დაკარგული აქვს.