VIDEO: ლევანდოვსკიმ ჰოლანდს აჯობა - ბაიერნმა დორტმუნდი გერმანიის სუპერთასზე დაამარცხა
გერმანიის სუპერთასის ფარგლებში მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდა დორტმუნდის "ბორუსიას" და მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. "რეკორდმაისტერის" მხრიდან დუბლი გაიფორმა რობერტ ლევანდოვსკიმ, ერთი გოლი კი ტომას მოულერმა გაიტანა.
"შავ-ყვითლების" მხრიდან ერთადერთი გოლი მარკო როისმა შეაგდო. შეგახსენებთ, რომ ეს არის იულიან ნაგელსმანის პირველი ტიტული "ბავარიას" მთავარი მწვრთნელის რანგში.
ფოტო: გერდ მიულერის საპატივცემლოდ ბაიერნმა ალიანც არენა სპეციალური წარწერით გაანათა