ავტორიზაცია

[VIDEO] სადებიუტო გოლი სადებიუტო მატჩში - შენგელიამ ბელგიაში გაიტანა

თარიღი 21 Aug 2021, 22:31

ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში ლეუვენი საკუთარ მოედანზე ეუპენთან 1-4 განადგურდა.

აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ლევან შენგელიას დებიუტი შედგა, რომელმაც 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა. 25 წლის ნახევარმცველს ამისთვის მხოლოდ 13 წუთი დასჭირდა.

ლევან შენგელია ლეუვენს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბელგიის იუპილერ ლიგაში 5 ტურის შემდეგ ლეუვენი 3 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.