ავტორიზაცია

მამუკა ჯუღელი ყაზანშია! - რუბინის დირექტორთან შეხვედრის მიზანი ცნობილია

მამუკა ჯუღელი ყაზანშია! - რუბინის დირექტორთან შეხვედრის მიზანი ცნობილია
თარიღი 21 აგვ 2021, 14:30

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ყაზანში ჩაფრინდა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი რუბინის აღმასრულებელ დირექტორ რუსტემ საიმანოვთან შეხვედრაა, რომელთანაც ქართველი შემტევის სატრანსფერო ღირებულების დაწევის საკითხზე უნდა ისაუბროს.

ყაზანის რუბინი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ევროპული გუნდები 20 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ აღნიშნულ თანხას არ იხდიან.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერლიგის განაცხადიდან ამოაგდო, მიზეზად კი ფეხბურთელის ტრავმა დაასახელეს, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს დღეებში შესაძლოა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ახალ გუნდში გადავიდეს.