ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დაწყებულია! თურქულ გრანდს ირაკლი აზაროვის ტრანსფერი სურს

მოლაპარაკებები დაწყებულია! თურქულ გრანდს ირაკლი აზაროვის ტრანსფერი სურს
თარიღი 20 აგვ 2021, 15:54

თურქული ფეხბურთის გრანდ ტრაბზონსპორს ბათუმის დინამოს მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის გადაბირება სურს.

ამის შესახებ გავლენიანი თურქული გამოცემა sabah.com.tr იუწყება და წერენ, რომ სუპერლიგის მე-4 ადგილოსანმა გუნდმა უკვე დაიწყო ბათუმის დინამოსთან მოლაპარაკება 19 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერის საკითხზე.

"მიმდინარე სეზონში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ, ტრაბზონსპორის სამიზნეებში ბათუმის დინამოს 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი მოხვდა და თურქულმა გუნდმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკება ქართულ კლუბთან მისი ტრანსფერის თაობაზე. ირაკლი აზაროვი საქართველოს ნაკრები წევრობის მთავარ კანდიდატად მოიაზრება," - წერს sabah.com.tr.

ირაკლი აზაროვმა მიმდინარე სეზონში ბათუმის დინამოს მაისურით 26-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 250,000 ევროა.