ავტორიზაცია

ყაზანის რუბინმა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის განაცხადიდან მოხსნა!

ყაზანის რუბინმა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის განაცხადიდან მოხსნა!
თარიღი 20 აგვ 2021, 18:09

ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერ ლიგის განაცხადიდან ხვიჩა კვარაცხელია მოხსნა.

მალევე, ყაზანელთა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ხსნიან ამის მიზეზს.

"ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო დროებით მოიხსნა რუსეთის პრემიერლიგის განაცხადიდან და მის ადგილს მცველი მონტასარ ტალბი დაიკავებს," - წერია რუბინის განცხადებაში.

ხვიჩა კვარაცხელია 3 დღეა ყაზანის რუბინის გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ბოლო პერიოდში ბევრ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს.