მეორე საუკეთესო შედეგი ისტორიაში — კარიერაში მერამდენე გოლი გაიტანა 22 წლის მბაპემ?

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში "ბრესტთან" (4:2) გამართულ მატჩში მეტოქის კარის აღება მოახერხა.
22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავისთვის ეს გოლი ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში პირველი აღმოჩნდა.
ასე და ამგვარად, მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც 23 წლამდე ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში 108-გოლიან ნიშნულს მიაღწია - ინგლისელი ჯიმი გრივზის შემდეგ, რომელმაც ამ ასაკში 1963 წელს თავისი 179-ე გოლი გაიტანა.
საერთო ჯამში, მბაპეს ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 150 მატჩია - 108 გოლი და 44 საგოლე პასი.