ავტორიზაცია

"ყველაფერი ვიცი, რაც კლუბში ხდება", - კლოპი ლივერპულში სალაჰის მომავალზე ალაპარაკდა

"ყველაფერი ვიცი, რაც კლუბში ხდება", - კლოპი ლივერპულში სალაჰის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 21 აგვ 2021, 23:34

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კლუბი თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 29 წლის ეგვიპტელს მერსისაიდელებთან ორ წელიწადში ეწურება.

"დიახ, კლუბში პრაქტიკულად ყველაფერში ვმონაწილეობ. შეიძლება, რაღაც მოლაპარაკებებმა ჩემს გარეშეც ჩაიაროს, ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის გარდა, ყველაფერი ვიცი".

"მოს ფეხბურთის თვალსაზრისით აშკარად ძალიან კარგი პერიოდი უდგას, განწყობის თვალსაზრისითაც, ის, როგორც დაბრუნების პირველივე დღიდან იქცევა, აბსოლუტურად შესანიშნავია".

"ასე და ამგვარად, ყველანი პროფესიონალები ვართ, მოლაპარაკებები მოლაპარაკებებია და როცა გადაწყვეტილება იქნება, შეგატყობინებთ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, სალაჰმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ნორვიჩთან" გამართულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.