გიორგი მიქაუტაძე მეცს ტოვებს? - ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ბელგიურ სერენში დაბრუნდეს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ტრანსფერის შანსი საკმაოდ დიდია და შესაძლოა, ახალი კვირის დასაწყისში ოფიციალურადაც გამოცხადდეს. საუბარია მეციდან ერთწლიან იჯარაზე.
გასული სეზონი 20 წლის ფორვარდმა სწორედ სერენში, ბელგიის მე-2 ლიგაში გაატარა, სადაც 22 მატჩში 21 გოლი გაიტანა და ლომის წილი დაიდო სერენის იუპილერ ლიგაში დაბრუნებაში.
გიორგი მიქაუტაძე ფრანგული მეცის საკუთრებაა და გუნდთან ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით იგი მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის. საწყის 2 ტურში გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 3 წუთით გამოჩნდა.