ავტორიზაცია

VIDEO: "სუფთა გოლი იყო, ჯარიმა არ ყოფილა", - ყოფილი მსაჯი არაუხოს გაუქმებულ მაკრატელაზე

თარიღი 22 აგვ 2021, 02:23

ყოფილი ესპანელი არბიტრი, იტურალდე გონსალესი ლა ლიგის მე-2 ტურში "ბილბაოსთან" (1:1) გამართულ შეხვედრაში "ბარსელონას" არჩათვლილ გოლს გამოეხმაურა.

პირველი ტაიმის მიწურულს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მცველმა, რონალდ არაუხომ მეტოქის კარი მაკრატელა დარტყმით აიღო, თუმცა მატჩის მთავარმა მსაჯმა, ხუან მარტინეს მუნუერამ გოლი არ ჩათვალა.

არბიტრმა ჩათვალა, რომ შეტევის დროს "ბარსას" თავდამსხმელმა, მარტინ ბრეიტუეიტმა მეტოქეთა მცველ მიკელ ბალენსიაგაზე თამაშის წესი დაარღვია.

"აშკარა, სუფთა გოლი იყო. არანაირი ჯარიმა არ ყოფილა. ბალენსიაგას არც კი გაუპროტესტებია", - ციტირებს ექს-რეფერის სიტყვებს AS.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.