ავტორიზაცია

VIDEO: ლუკაკუს სადებიუტო გოლი — ჩელსიმ ლონდონურ დერბიში სტუმრად არსენალი დაამარცხა

VIDEO: ლუკაკუს სადებიუტო გოლი — ჩელსიმ ლონდონურ დერბიში სტუმრად არსენალი დაამარცხა
თარიღი 22 აგვ 2021, 21:26

ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების მეორე ტურის ეგიდით, "არსენალმა" შინაურ კედლებში "ჩელსის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ემირეიტსზე" გაიმართა და "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა - 0:2.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა - რის ჯეიმსის გადაცემის შემდეგ თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა, რომელიც "ჩელსიში" ამ ზაფხულს დაბრუნდა და სადებიუტო გოლიც შეაგდო.

ტომას ტუხელის შეგირდების უპირატესობა 35-ე წუთზე ჯეიმსმა გაზარდა, რომელმაც ასისტს გოლი მოაყოლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას "ჩელსი" 28 აგვისტოს, "ლივერპულთან" სტუმრად გამართავს. თავის მხრივ, "არსენალი" იმავე დღესვე "მანჩესტერ სიტის" ესტუმრება.

ვიდეომიმოხილვა