"როცა 1 სექტემბერი დადგება, აქ იქნება", - სოლსკიაერმა მანჩესტერში პოგბას მომავალზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი, პოლ პოგბა ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს.
"ველოდები, რომ პოგბა აქ იქნება, როცა პირველი სექტემბერი დადგება. არ აქვს მნიშვნელობა, რა კონტრაქტით - 5 თუ 1-წლიანით. როცა "მანჩესტერ იუნაიტედთან" აფორმებ ხელშეკრულებას, მაშინ გამოწვევა უნდა მიიღო და სტაბილურ დონეზე იმუშაო".
"პოგბა "ემიუში" თავისი თამაშით სიამოვნებას იღებს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი სამუშაო პოლისგან, ბრუნოსგან და დანარჩენი ძალიან კარგი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღებაა, რომლებიც გუნდში გვყავს", - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას ხელში ჩაგდებით "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებულნი.
"ეშმაკუნების" 28 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.