პოგბას მომავალი გაირკვა - ESPN
"მანჩესტერ იუნაიტედში" დარწმუნებულები არიან, რომ ნახევარმცველი, პოლ პოგბა ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს, იტყობინება ESPN.
გავლენიანი გამოცემის თანახმად, "ეშმაკუნები" ფრანგის ტრანსფერზე "პსჟ"-ს წინადადებისთვის მზად იყვნენ, თუმცა პარიზულ კლუბში თავდამსხმელ ლიონელ მესის გადასვლის შემდეგ, გარიგების ალბათობა მცირეა.
როგორც აღინიშნება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა წლის ბოლომდე პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეცდება.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა 28 წლის სუპერვარსკვლავს მანიკუნიანელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
გასულ სეზონში პოგბამ ინგლისის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.