ავტორიზაცია

კეინი თუ ლევანდოვსკი? — ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მანჩესტერ სიტის რჩევა მისცა

კეინი თუ ლევანდოვსკი? — ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მანჩესტერ სიტის რჩევა მისცა
თარიღი 21 Aug 2021, 00:13

ინგლისის ნაკრებისა და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ყოფილმა თავდამსხმელმა, დარენ ბენტმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტისთვის" უმჯობესია ჰარი კეინი შეიძინოს და არა რობერტ ლევანდოვსკი, აგრეთვე პოლონელი ფორვარდის დამატების ვარიანტიც შეაფასა.

"თუ ერთი ვარიანტია ასარჩევი, მაშინ კეინს დავასახელებ. ახალგაზრდაა. მაგრამ თუ "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის შეთანხმება არ შედგება, მაშინ "ქალაქელებს" შეუძლიათ ლევანდოვსკი დაიმატონ", - აცხადებს ვეტერანი ფორვარდი.

"117 მილიონი ევრო? ხვალ ის უკვე 33 წლის იქნება, ეს საშინლად დიდი თანხაა. მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი იდეალურ ფორმას ინარჩუნებს".

"თუ რობერტის სტატისტიკას შევხედავთ, მაშინ, მიუხედავად ასაკისა, რეკორდებს ამხობს. გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. თავისი ასაკისთვის კიდევ ბევრი შეუძლია".

"ბოლო წლებში ჩემპიონატში 30, 30, 29, 22, 34 და 41 გოლი გაიტანა. გასულ რამდენიმე წელიწადში უფრო ძლიერი გახდა. მაგრამ 117 მილიონი ევრო ძალიან ბევრია, რადგან შემდგომ ვეღარ გაიყიდება", - ციტირებს ბენტის სიტყვებს TalkSport.