ტოტენჰემის პრეზიდენტი მანჩესტერ სიტის ზარებს აღარც კი პასუხობს — კეინის საკითხი საბოლოოდ დაიხურა?
"ტოტენჰემის" პრეზიდენტი, დენიელ ლევი "მანჩესტერ სიტის" წარმომადენლების ზარებს აღარ პასუხობს, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელ ჰარი კეინის ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება იუარა.
როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, "დეზების" ხელმძღვანელმა 125 მილიონ ფუნტიან წინადადებაზე თქვა უარი. აგრეთვე, "სიტი" მზად იყო ტრანსფერში ერთ-ერთი თავისი ფეხბურთელიც ჩაერთო.
გასულ სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
მოგეხსენებათ, "ტოტენჰემის" კაპიტანმა პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა, სადაც ლონდონელებმა სწორედ "მანჩესტერ სიტი" (1:0) დაამარცხეს.