მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო — ჩელსი მორიგ ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობს
მილანის "ჩელსიმ" "სევილიას" ცენტრალურ მცველ ჟიულ კუნდეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, თავად 22 წლის ფრანგი ლონდონურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.
მიუხედავად ამისა, "არისტოკრატებს" ანდალუსიელებთან კომპრომისისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა კუნდეს "სევილიასთან" 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ახალგაზრდა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.