ავტორიზაცია

საფრანგეთის პროფესიონალური ლიგის კომიტეტი ნიცა - მარსელის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის პროფესიონალური ლიგის კომიტეტი ნიცა - მარსელის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო განცხადებას ავრცელებს
თარიღი 23 აგვ 2021, 14:47

საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა (LFP), ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლიგა 1-ს მესამე ტურის მატჩში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „ნიცა“ – „მარსელი“ იმის გამო შეწყდა, რომ სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს ტრიბუნაზე მჯდომ ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდათ>

„ნიცა - მარსელის მატჩში მომხდარი სერიოზული ინციდენტების შემდეგ, LFP-ს დისციპლინარული კომისია ორივე კლუბს იწვევს შეხვედრაზე, რომელიც 2021 წლის 25 აგვისტოს უნდა გიამართოს.” - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენეთ, რომ ლიგა 1-ს მესამე ტურის მატჩში გულშემატკივრები მოედანზე მასობრივად ჩავიდნენ და ფეხბურთელებთან იჩხუბეს.

კონფლიქტი ასე დაიწყო: „ნიცას“ ულტრასებმა“ „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეტს ბოთლი ესროლეს და მანაც იგივეთი უპასუხა, რის შემდეგაც „ნიცას“ ფანები მოედანზე შევარდნენ და ფეხბურთელებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს.

უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, „მარსელის“ ფეხბურთელებმა მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯები და „ნიცას“ ფეხბურთელები მოედანზე გამოცხადდნენ. ამის გამო, კლუბს ტექნიკური მარცხი 0:3 ემუქრება.