ავტორიზაცია

"სეზონი ორი და სამი მატჩის შემდეგ არ სრულდება", - გრანიტ ჯაკა კრიტიკოსებს პასუხობს

"სეზონი ორი და სამი მატჩის შემდეგ არ სრულდება", - გრანიტ ჯაკა კრიტიკოსებს პასუხობს
თარიღი 23 აგვ 2021, 14:50

„არსენალის“ ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ, თანაგუნდელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მიკელ არტეტას გუნდმა პრემიერ ლიგა 2 მარცხით და 0 ქულით დაიწყო: პირველ ტურში „მეთოფეები“ „ბრენტფორდთან“ დამარცხდნენ, მეორეში კი - „ჩელსისთან“. გარდა ამისა, გუნდმა ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ასეთი რამ „არსენალს“ ისტორიაში პირველად დაემართა და ამის გამო, ლონდონურ დერბიში ფეხბურთელებს საკუთარმა ქომაგებმა დაუსტვინეს.

„შეუძლიათ თუ არა ფანებს ჩვენი მოტივირება? რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ყველამ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ბევრი ადამიანი ცდილობს თავისი კრიტიკით ფეხბურთელები და გუნდი გაანადგუროს. ამიტომ, ერთიანობა აუცილებელია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ კარგი შედეგის ჩვენებას და გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, გვინდა რაღაც ღირებულს მივაღწიოთ. დიახ, ახლა ბევრი გვაკრიტიკებს, მაგრამ სეზონი ორი და სამი მატჩის შემდეგ არ სრულდება. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს და ვიცი, რომ უფრო ძლიერები გავხდებით.“ - ციტირებს ჯაკას სიტყვებს Standard.