ვულვზის გულშემატკივრები ჰარი კეინს შეურაცხმყოფელი სიმღერებით დახვდნენ
„ვულვერჰემპტონი“ – „ტოტენჰემის“ მატჩში მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები ჰარი კეინის შეურაცხმყოფელ სიმღერებს მღეროდნენ.
ინგლისელი ფორვარდი მოედანზე 72-ე წუთზე, ამ სეზონში პირველად გამოჩნდა, პარალელურად კი გრძელდება საუბარი მის „მანჩესტერ სიტიში“ შესაძლო გადასვლაზე.
„ჰარი კეინი, მას აქედან წათრევა სურს (ორიგინალში უფრო უხეში სიტყვა იყო გამოყენებული), ასეთი ფულის ხამი მხოლოდ ერთი არსებობს, ის ხვალ დილით მანჩესტერის მაცხოვრებელი გახდება.“ - ასეთი შეძახილებით შეხვდნენ „ვულზის“ ფანები კეინს გუშინდელ მატჩში.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად კეინმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში 2018 წლის დეკემბერში არ დაიწყო. მაშინ, გასვლით მატჩში „დეზებმა“ „ლესტერს“ 2:0 მოუგეს, კეინი კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.
მას შემდეგ, კეინი ან ტრავმის გამო განაცხადში ვერ ხვდებოდა, ან ყველა მატჩს სასტარტოში იწყებდა.
პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩი „ვულვზი" - „ტოტენჰემი" ლონდონელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.