მოლაპარაკებები გრძელდება - რა სტადიაზეა საბიტცერის ტრანსფერი ბაიერნში?

„ლაიპციგის“ კაპიტანმა მარსელ საბიტცერმა გუნდი ჯერ კიდევ შესაძლოა შეიცვალოს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბურგის ინფორმაციით, ავსტრიელი შუახაზელით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება და გუნდები ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
საბიტცერს „ბაიერნში“ გადასვლის დიდი სურვილი აქვს და პირადი კონტრაქტი ამ გუნდთან უკვე შეათანხმა, თუმცა „ლაიპციგი“ თავისი კაპიტნის სანაცვლოდ ითხოვს იმაზე 10 მილიონით მეტს, ვიდრე „ბაიერნი“ მზად არის გადაიხადოს.
დიდი ალბათობით, თუ ტრანსფერი დაიხურება, ეს აგვისტოს ბოლო რიცხვებში უნდა მოხდეს. ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს გვიან ღამით იხურება.
საბიტცერმა „ლაიპციგს“ ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა, მას გუნდთან ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ამ ზაფხულს, „ლაიპციგი“ – „ბაიერნის“ მარშრუტით უკვე გაემგზავრნენ მცველი დაიო უპამეკანო და მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი.