"ამასთან გამკლავება ორივე მხარემ უნდა ისწავლოს", - მიულერმა სანეს მიმართ სტვენაზე ისაუბრა

„ბაიერნის“ შემტევმა, თომას მიულერმა, ლეროი სანეს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელსაც გუშინდელ მატჩში ქომაგებმა დაუსტვინეს.
„ეს არ არის ის, რაც გვინდა რომ ხდებოდეს, ეს ძალიან არასასიამოვნოა. გულშემატკივრების მხრიდან უფრო მეტ მხარდაჭერას ველოდები, ეს ერთადერთი სწორი ხერხია.
მეორე მხრივ, რაღაც დოზით ამასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს. ჩვენ, ფეხბურთელები ყოველთვის საზოგადოებრივი დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებით.
ჩვენგან ყოველთვის ბევრს ელიან და კარგად გვიდგანან გვერდში, როცა საქმეები კარგად მიდის. ამ თემასთან გამკლავება ორივე მხარემ უნდა ისწავლოს.
ლეროის აუცილებლად ექნება მხარდაჭერა გუნდში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტრიბუნებსაც გადაეცემათ.“ - აღნიშმა მიულერმა.
გულშემატკივრები „ბაიერნი“ – „კიოლნის“ მატჩში (3:2) სანეს თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ და ფეხბურთელს „ალიანც არენაზევე“ დაუსტვინეს.