[VIDEO] როგორ ბრუნდება სანიოლი სახლში? - ფრანგი მწვრთნელი ვაკეში სქროლით სეირნობს
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფედერაციის შენობიდან სახლამდე სქროლის საშუალებით ბრუნდება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აქვეყნებს.
"სახლში სქროლით ბრუნდება სანაკრებო სიის გამოქვეყნების შემდეგ," - წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრები სექტემბერში 3 მატჩს გამართავს. 2 სექტემბერს ბათუმში, კოსოვოსთან. 5 სექტემბერს ესპანეთში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან სტუმრად, ამხანაგური შეხვედრის სტატუსით.