ავტორიზაცია

[VIDEO] ბადე გაარღვია! - კვეკვესკირის ფანტასტიკური ჯარიმა პოლონეთის ჩემპიონატში

თარიღი 22 აგვ 2021, 21:03

პოლონური ექსტრაკლასას მე-5 ტურში პოზნანის ლეხმა გდანსკის ლეხიას უმასპინძლა და 2-0 მოუგო.

63-ე წუთზე პოზნანელთა შემადგენლობიდან მეორე გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს გოლი ლეხში კვეკვესკირისთვის სადებიუტო იყო.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხში 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა.