ავტორიზაცია

პირველად სანიოლის განკარგულებაში - ყაზაიშვილი ნაკრებში ბრუნდება!

პირველად სანიოლის განკარგულებაში - ყაზაიშვილი ნაკრებში ბრუნდება!
თარიღი 22 აგვ 2021, 17:47

სამხრეთ კორეული ულსან ჰიუნდაის 28 წლის თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი ვილი სანიოლის მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ნაკრებში პირველად გამოცხადდება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ყაზაიშვილმა კორონავირუსის პანდემიის პირობებზე არსებული კოვიდრეგულაციების საკითხი მოაგვარა და სექტემბრის მატჩებისთვის თბილისში ჩამოვა. ამ მიზეზით ვაკომ მარტის და ივნისის სანაკრებო მატჩები გამოტოვა.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა, შესაბამისად, ვაკო ყაზაიშვილი მისი მწვრთნელობის პერიოდში ნაკრების შეკრებაზე არ გამოცხადებულა.

საქართველოს ნაკრები სექტემბერში 3 მატჩს გამართავს. 2 სექტემბერს ბათუმში, კოსოვოსთან. 5 სექტემბერს ესპანეთში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან სტუმრად, ამხანაგური შეხვედრის სტატუსით.