ავტორიზაცია

[VIDEO] გასახდელში შეუვარდა და ცხვირი გაუტეხა - ქართველი ლატვიაში სკანდალში გაეხვა

თარიღი 23 აგვ 2021, 17:52

ლატვიის თასის 1/4 ფინალში ვალმიერამ რიგის დინამო 5-0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში 89-ე წუთზე ვალმიერად ქართველი მცველი ლუკა გადრანი გააძევეს, რომელმაც ფიზიკურ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. ჩხუბი თამაშის შემდეგაც გაგრძელდა.

"ვალმიერამ წყნარად მოიგო, თუმცა თამაში მათთვის წყნარად მაინც ვერ დასრულდა. 89-ე წუთზე ლუკა გადრანსა და ანდრეი კირილინს შორის დაწყებული დაპირისპირება მატჩის შემდეგაც გაგრძელდა, ქართველმა მცველმა მას გასახდელში ცხვირი გაუტეხა, მოედანზე კი ზიდანის სტილში გაუსწორდა.

გადრანი ამბობს, რომ ორთაბრძოლის შემდეგ დინამოს შემტევმა ქართველი მცველის დედას შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ამგვარი რეაქცია ჰქონდა,"  წერს Sportacentrs.com ინციდენტის შესახებ.

ლუკა გადრანი ლატვიურ ვალმიერას 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა.