ოფიციალურად: შაქირიმ ლივერპული დატოვა და ახალ გუნდში გადავიდა
"ლივერპულმა" "ლიონთან" შემტევი ნახევარმცველის, ხერდან შაქირის ტრანსფერი შეათანხმა, იტყობინება მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი.
29 წლის შვეიცარიელმა ფრანგულ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
ცნობისთვის, შაქირიმ "ლივერპულში" სამი სეზონი გაატარა. იქამდე კი "ბაზელის", "ბაიერნის", "ინტერისა" და "სტოკ სიტის" ღირსებას იცავდა.
გასულ სეზონში ლივერპულელთა რიგებში ხერდანმა პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და თავი ორი შედეგიანი პასით გამოიჩინა.