ავტორიზაცია

შაქირის ახალი გუნდი ცნობილია - რომანომ მოსალოდნელი ტრანსფერი დაადასტურა

შაქირის ახალი გუნდი ცნობილია - რომანომ მოსალოდნელი ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 20 აგვ 2021, 11:18

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "ლივერპულის" შემტევი, ჯერდან შაქირი უახლოეს პერიოდში კლუბს გამოიცვლის. შვეიცარელი ვინგერი კარიერას ლიონის "ოლიმპიკში" გააგრძელებს.

მერსისაიდული კლუბი "ლომებთან" აგვარებს გარიგების ბოლო დეტალებს, თუმცა ფეხბურთელის ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

იტალიელმა ინსიადერმა ისიც აღნიშნა, რომ "წითლების" გარემარბის ტრანსფერი შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხუროს. 29-წლის ფლანგელის შემდეგ, "სქაუზერები" კიდევ რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ალბანელი შემტევი "ენფილდზე" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 63 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.