[VIDEO] გოოოოოოოოოლ! ლობჟანიძემ გალათასარაის ზედიზედ მეორე მატჩში გაუტანა
თურქეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში გალათასარაი საკუთარ მოედანზე ჰატაისპორს მასპინძლობს და პირველ ტაიმში 0-1 მარცხდება.
მე-3 წუთზე გალათასარაის კარში გოლი ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა. 26 წლის შემტევმა სტამბულელებს ზედიზედ მეორე მატჩში გაუტანა.
საბა ლობჟანიძე ჰატაისპორში მეორე ოფიციალურ მატჩს მართავს და უკვე 2 გოლი აქვს გატანილი.