ავტორიზაცია

"მადლობა, თქვენ სიცოცხლე გადამირჩინეთ", - ერიქსენმა ექიმებს, გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს მიმართა

"მადლობა, თქვენ სიცოცხლე გადამირჩინეთ", - ერიქსენმა ექიმებს, გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს მიმართა
თარიღი 24 აგვ 2021, 21:14

„ინტერის“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც სიცოცხლე გადაურჩინეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო მორტენ სკიოლდაგერს, მორტენ ბოესენს და მთლიან სამედიცინო ბრიგადას, რომელმაც 12 ივნისს სტადიონ „პარკენზე“ სიცოცხლე გადამირჩინა.

თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და სიცოცხლე გადამირჩინეთ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს და კაპიტანს სიმონ კიაერს და დანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჯერ 12 ივნისს გამოიჩინეს და შემდეგ, მას მერეც იჩნენ. 

უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მე და ჩემს ოჯახს თბილ შეტყობინებებს გვიგზავნიდნენ, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამან ძალა შეგვმატა. მადლობა მხარდაჭერისთვის.“ - ციტირებს ერიქსენის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს მატჩში დანია - ფინეთი (0:1) კრისტიან ერიქსენს მოედანზე გული გაუჩერდა, რის გამოც ის მინდორზე დაეცა და თავისით ვეღარ წამოდგა. ექიმები მოედანზევე ფეხბურთელის სიცოცხლისთვის 15 წუთის მანძილზე იბრძოდნენ და საბედნიეროდ, მისი მოსულიერება მოახერხეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.