ინგლისში ეჭვობენ: შეძლებს კვარაცხელია პრემიერ ლიგაში კარგად თამაშს?

უკვე რამდენიმე დღეა, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს "ტოტენჰემს" უკავშირებენ.
ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა კი წერს, რომ მამლებს შეტევით ხაზში გაძლიერება სჭირდებათ.
"ტოტენჰემს შეტევით ხაზში გაძლიერება სჭირდებათ. მათ ფლანგებზე მხოლოდ ლუკას მოურა და ბერგუაინი ჰყავთ.
დიდი ხანია ტოტენჰემს 2 ფეხბურთელს - ხვიჩა კვარაცხელიას და ადამა ტრაორეს უკავშირებენ.
ხვიჩა 20 წლის ტალანტია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, მაგრამ შეძლებს ის პრემიერ ლიგაში კარგად თამაშს? - ამისთვის მას დიდი დრო და გამძლეობა დასჭირდება.
ადამა ტრაორეს კი ინგლისში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, შემდგარი მოთამაშეა და ტოტენჰემისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია", - წერენ ბრიტანელები.