ავტორიზაცია

"კვარაცხელია არის ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი და ის ტოპ ლიგაში წავა", - რუსი აგენტი

"კვარაცხელია არის ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი და ის ტოპ ლიგაში წავა", - რუსი აგენტი
თარიღი 23 აგვ 2021, 11:35

რუსული ფეხბურთის ერთ-ერთმა მთავარმა აგენტმა, დენის ლახტერმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. რუსმა აგენტმა აღნიშნა, რომ ქართველის წასვლა გარდაუვალია.

"რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი არის კვარაცხელია და არა ვლაშიჩი ან ჟიგო. ქართველი შემტევი ნამდვილად შეესაბამება ევროპული ფეხბურთის დონეს.

ის არის ჩვენი ლიგის ყველაზე გემრიელი ლუკმა და მე იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს ხვიჩა რეალურად წავა. მას აქვს კონკრეტული წინადადებები ტოპ კლუბებიდან".

შეგახსენებთ, რომ ყაზანის "რუბინის" ვინგერის სახელს უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს", ლონდონის "ტოტენჰემს", მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" და "ლიდსს".

აქვე დავამატებთ, რომ რუსული კლუბი 20-წლის გარემარბის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს. "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომრისთვის ბრძოლაში ფავორიტად "ჰოტსპური" მოიაზრება.