ავტორიზაცია

სლუცკი: "სამწუხაროდ, არ გვყავს ორი კვარაცხელია და არც მისი შემცვლელი"

სლუცკი: "სამწუხაროდ, არ გვყავს ორი კვარაცხელია და არც მისი შემცვლელი"
თარიღი 23 აგვ 2021, 10:15

ყაზანის "რუბინმა" ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. რუსულმა გუნდმა ამჯერად "ხიმკისთან" დაკარგა ქულები და როგორც ვიცით, ხვიჩა კვარაცხელიას ამ მატჩში არ უთამაშია.

ქართველი შემტევი ტრავმირებულია, რის გამოც ის დროებით განაცხადიდან იქა ამოღებული. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის გარდა, "წითელ-მწვანეებს" ჟორჟე დესპოტოვიჩიც გამოაკლდათ.

"რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 20-წლის გარემარბისა და სერბი თავდამსხმელის როლი მის გუნდში:

"რთულია, როდესაც გუნდი თავის ორ საუკეთესო შემტევს კარგავს. სამწუხაროდ, არ გვყავს არც ორი კვარაცხელია და არც ორი დესპოტოვიჩი. არც რუბინის სკამია ფართო.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუ როდის დაბრუნდებიან ისინი", - განაცხადა რუსმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, ოთხი ტურის შემდეგ, ყაზანელებს აქვთ 11 ქულა, ლიდერ მოსკოვის "დინამოსთან" ჩამორჩენა 1 ქულას შეადგენს.

ტოტენჰემის ხვიჩასადმი ინტერესი Sky Sports-მაც დაადასტურა! ლონდონელები არჩევანს კვარასა და სხვა შემტევს შორის აკეთებენ