სიტის მოთამაშეებმა რონალდუს სურვილის შესახებ ჯერ კიდევ ევრო 2020-ზე გაიგეს - რას ითხოვს იუვე და რატომ დუმს პეპი?
ევროპულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუს სურს ტურინის "იუვენტუსის" დატოვება და "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა.
RMC-ს თუ დავუჯერებთ, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა "ქალაქელებში" გადასვლის სურვილი დააფიქსირა ჯერ კიდევ ევრო 2020-ზე, ამის შესახებ მან უთხრა ბერნარდუ სილვასა და რუბენ დიაშს.
"ბებერი ქალბატონი" თავისი ლიდერის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მინიმუმ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
"ლურჯები" აღნიშნული ნაბიჯის განხორციელებისგან თავს იკავებენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - ხოსეპ გვარდიოლას მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ჰარი კეინი რჩება.
მეორე - "ეტიჰადელებს" არ სურთ თანხის გადახდა 36-წლის ფეხბურთელში, რომელსაც ასტრონომიული ხელფასი აქვს. "მან სიტის" ამ შემთხვევაში 1-2 მოთამაშის გაყიდვა მოუწევს.
პირენეელი ფორვარდის მოსვლის შემთხვევაში, მანჩესტერულ გუნდს უდიდესი ალბათობით დატოვებს რაჰიმ სტერლინგი, ბერნარდუ სილვა ან გაბრიელ ჟეზუსი.