ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენი რეალის შემოთავაზებით გაკვირვებული დარჩა

პარი სენ-ჟერმენი რეალის შემოთავაზებით გაკვირვებული დარჩა
თარიღი 25 აგვ 2021, 13:26

„პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალისგან“ კილიან მბაპეს თაობაზე 160-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, პარიზული გუნდი „რეალის“ ამ შემოთავაზებით ძალიან გაკვირვებული დარჩა, ისინი არ ელოდნენ, რომ მადრიდელების პირველივე შემოთავაზება ასეთი მასშტაბური იქნებოდა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, 160 მილიონიანი შემოთავაზების დაბლოკვის მიუხედავად, „პსჟ“ მბაპეს გაყიდვას 200 მილიონ ევროდ დათანხმდებოდა, რაც ფეხბურთელისთვის, რომელსაც მომავალ ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება, საკმაოდ სოლიდური თანხაა.

ფრანგული პრესა ამტკიცებს, რომ„ პსჟ-მ“ ეს შემოთავაზება უარყო, ესპანეთიდან კი სხვა ინფორმაციები მოდის.

Marca და Chiringuito ერთხმად ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით, „რეალს“ ოფიციალური პასუხი პარიზული გუნდისგან არ მიუღია.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ „რეალმა“ დაუმტკიცა მბაპესაც, „პსჟ-საც“ და მთელ მსოფლიოსაც, რომ ფეხბურთელის შეძენა ამ ზაფხულსვე სურს. ახლა კი ყველაფერი „პარიზის“ ხელშია - დაიტოვოს ფეხბურთელი, რომელიც მომავალ ზაფხულს გუნდს უფასოდ დატოვებს, თუ დათანხმდეს „რეალის“ შემოთავაზებას და საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოიმუშავოს?

მბაპემ საკითხი კონკრეტულად დასვა - მას კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში“ სურს, მაგრამ „პსჟ-სთან“ ომში წასვლას არ აპირებს და მზადაა, მომავალ ზაფხულამდე დაიცადოს. 

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ექვსი დღე რჩება.