კრიშტიანუ რონალდუმ ახალ გუნდში გადასვლაზე იუვენტუსის ფეხბურთელებთან ისაუბრა
„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, „მანჩესტერ სიტიში“ შესაძლო გადასვლა თავის თანაგუნდელებთან განიხილა.
ჟურნალისტ სიმონე როვერას ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდში გადასვლაზე „იუვენტუსის“ და „მან.სიტის“ ფეხბურთელებთნ განიხილა.
ამჟამად, რონალდუსთვის პრიორიტეტი სწორედ „მან სიტიში“ გადასვლაა. ინგლისის ჩემპიონს აგენტმა კრიშტიანუს დამატება უკვე შესთავაზა, თუმცა „იუვენტუსი“ მასში 25 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც მანჩესტერელები არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან ასპარეზობს. 36 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს 29 გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კრიროს „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.