"თუ ფასი გაწყობთ დაგვიკავშირდით, თუ არადა ჩაამთავრეთ სეზონი გოლფისტთან ერთად", - პსჟ-ს მფლობელის ძმა - რეალს

ფრანგული „პსჟ-ს“ მფლობელის და ყატარის ემირის ძმამ, ხალიფა ბინ ჰამად ალ-ტანიმ, სოციალურ ქსელში მადრიდის „რეალი“ დატროლა, რომელიც ამჟამად კილიან მბაპეს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„თუ ჩვენს მიერ დაწესებული ფასი გაწყობთ, დაგვიკავშირდით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაამთავრეთ ეს სეზონი გოლფისტთან ერთად.“ - წერის „პსჟ-ს“ მფლობელის ძმა სოციალურ ქსელში.
გოლფისტის ხსენებით მან გარეტ ბეილზე გააკეთა მინიშნება, რომელიც ბოლო პერიოდში სპორტის ამ სახეობით ხშირად არის დაკავებული და ბევრის აზრით, ფეხბურთზე მეტად სწორედ გოლფით არის გატაცებული.
გავრცელებული ინფორმაციით, „პსჟ-მ“ მბაპეს ფასი დაადო: 200 მილიონი ევრო, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი გუნდში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით დარჩება.
ფაბრიციო რომანოს თქმით, თავად ფრანგმა ფეხბურთელმა თავისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვიტა: მას ბავშვობის ოცნების ახდენა და მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს, იქნება ეს წელს, თუ მომავალ ზაფხულს უფასოდ.