ავტორიზაცია

მბაპესთვის ნომერი თავისუფლდება? რეალის ფეხბურთელი ფიორენტინაში გადასვლასთან არის ახლოს

მბაპესთვის ნომერი თავისუფლდება? რეალის ფეხბურთელი ფიორენტინაში გადასვლასთან არის ახლოს
თარიღი 25 Aug 2021, 15:43

იტალიური „ფიორენტინა“ მადრიდის „რეალის“ მცველის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობს.

სხვადასხვა ავტორიტეტული ჟურნალისტებისა და ინსაიდერების (ნიკოლო სკირა, ფაბრიციო რომანო, ჯანლუკა დი მარციო და სხვ.), „იებისთვის“ ესპანელი მცველი ამჟამად პრიორიტეტს წარმოადგენს.

ოდრიოსოლა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის, მისთვის მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯერ დანი კარვახალია, შემდეგ ლუკას ვასკესი და მხოლოდ ამის შემდეგ - ოდრიოსოლა.

ამრიგად, „რეალი“ მზადაა ფეხბურთელი გაუშვას და ერთადერთი, რაც დარჩენილია ტრანსფერის დასახურად - თავად ფეხბურთელის თანხმობაა.

დიდი ალბათობით, „რეალ სოსიედადიდან“ „მადრიდში“ 40 მილიონ ევროდ გადაბარგებული მარჯვენა მცველი „ფიორენტინას“ იჯარით შეუერთდება და შემდეგ, კლუბს მისი გამოსყიდვაც შეეძლება.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ალვარო ოდრიოსოლას წასვლის შემთხვევაში, გუნდში ადგილი და ნომერი გაუთავისუფლდება კილიან მბაპეს, რომლის ტრანსფერზეც „რეალი" აქტიურად მუშობს - თავის პირველ მადრიდულ სეზონში (თუ ტრანსფერი შედგა), კილიანი 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
 

TOP.GE