"ამ ზაფხულს ტოტენჰემში ვრჩები", - ჰარი კეინი საკუთარ მომავალზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ლონდონის „ტოტენჰემის“ ლიდერმა, ჰარი კეინმა, საკუთარ მომავალზე განცხადება ღიად დაადასტურა.
ინგლისელი ფეხბურთელი „ტვიტერში“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
„კვირას, „ტოტენჰემის“ გულშემატკივართა მხარდაჭერა წარმოუდგენელი სანახავი იყო. ასევე, ძალიან ბევრი მხარდაჭერის შეტყობინებაც მივიღე ბოლო კვირებში.
ამ ზაფხულს „ტოტენჰემში“ დავრჩები და კლუბის წარმატებაზე 100%-ით ვიქნები კონცენტრირებული.“ - წერს კეინი სოციალურ ქსელში.
ინგლისის ნაკრების 9-ანის შეძენით „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებოდა, რომელმაც „ტოტენჰემს“ ორი სხვადასხვა შემოთავაზებით მიმართა, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო.
კეინი გუნდიდან გაშვებას აქტიურად ითხოვდა - შვებულების შემდეგ ვარჯიში გვიანაც კი განაახლა და წასვლა სურდა, თუმცა პრეზიდენტი შეუვალი აღმოჩნდა.