რეალში დაადასტურეს — მადრიდელთა ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა
"რეალმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით დაადასტურა, რომ გუნდის გოლკიპერს, ანდრეი ლუნინს კორონავირუსი დაუდგინდა.
მოგეხსენებათ, 22 წლის უკრაინელი "სამეფო კლუბში" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. იქამდე ახალგაზრდა კარის დარაჯი ლუგანსკის "ზარიას" ღირსებას იცავდა. მისი ტრანსფერი მადრიდელებს 8,5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ლუნინმა უკვე რამდენიმე ესპანურ კლუბში მოასწრო იჯარით თამაში. მათ შორის არიან: "ოვიედო", "ვალიადოლიდი" და "ლეგანესი".
ცნობისთვის, "რეალის" მეკარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ყაზახეთთან და საფრანგეთთან მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს.