აგენტმა კოუტინიოს პრემიერ ლიგაში შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა
"ბარსელონას" ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა ფეხბურთელის ინგლისის ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.
"ლივერპული" კოუტინიოს გულში ღრმადაა შეჭრილი. მთელი გასული სეზონი წუხდა ამ გუნდზე. უნდოდა, რომ ჩემპიონები გამხდარიყვნენ. "ლივერპულთან" მჭიდროდ არის დაკავშირებული".
"ვფიქრობ, "ლივერპულის" პირდაპირი კონკურენტის რიგებში გადასვლა მისთვის რთული იქნება", - ციტირებს ჯურაბჩიანის სიტყვებს Sky Sports.
კოუტინიო "ბარსელონაში" 2018 წელს სწორედ ლივერპულიდან გადავიდა 135 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში მან კატალონიელთა რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოქმეი ხელშეკრულების ვადა 29 წლის ბრაზილიელს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.