ავტორიზაცია

"რონალდუ რაც უფრო მალე წავა, მით უკეთესი მისთვის და კლუბისთვის", - იუვენტუსის ექს-პრეზიდენტი

"რონალდუ რაც უფრო მალე წავა, მით უკეთესი მისთვის და კლუბისთვის", - იუვენტუსის ექს-პრეზიდენტი
თარიღი 25 Aug 2021, 22:05

"იუვენტუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტურინულმა გრანდმა თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ უნდა გაყიდოს.

"რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო - რაც უფრო მალე წავა, მით უკეთესი მისთვის და "იუვენტუსისთვის".

"იმედი მაქვს, მასიმილიანო ალეგრიმ იცის, როგორ უნდა გამოიყენოს იგი, როგორც ეს "უდინეზეს" წინააღმდეგ გააკეთა. გონივრულად, როცა თამაში მიმდინარეობს".

"რონალდუ "იუვენტუსის" შეტევის გაძლიერებას ხელს უშლის. მის გარეშე მათ დიდებული რაღაცების კეთება შეუძლიათ, როგორც გუნდს", - ციტირებს ჯილის სიტყვებს Goal.com

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "იუვეში" 2018 წელს გადავიდა. მის სანაცვლოდ ტურინელებმა "რეალს" 112 მილიონი ევრო გადაუხადეს.