"პსჟ რონალდუს და ზოგადად იუვენტუსის მიმართებაში უპატივცემულოდ იქცევა", - ანიელის ოჯახის წევრი
"პარი სენ-ჟერმენის" მფლობელის ძმამ ტვიტერში ატვირთა კრიშტიანუ რონალდუს ფოტო, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" ფორმაშია შემოსილი. ყატარელის პოსტის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო კვლავ ალაპარაკდა პორტუგალიელის "პსჟ"-ში შესაძლო ტრანსფერზე.
პარიზული კლუბს ოპერატიულად უპასუხა ანიელების ოჯახის წევრმა, ლაპო ელკანმა, რომელმაც მსგავსი მიდგომა და ზოგადად აზიელი ბიზნესმენი მწვავედ გააკრიტიკა.
"რონალდუ არის იუვენტუსის ფეხბურთელი და წერტილი! სხვა ფორმაში მისი წარმოჩენა არის როგორც ფეხბურთელის, ისე იმ კლუბის უპატივცემულობა, რომელშიც ის თამაშობს.
პორტუგალიელი თავდამსხმელი არ არის თოჯინა და არც ტურინული კლუბისგან შეიძლება ფეხბურთელების წართმევა", - განაცხადა იტალიელმა ბიზნესმენმა.