რონალდუ კვლავ ყურადღების ცენტრშია - პორტუგალიელმა იუვენტუსის ვარჯიში დროზე ადრე დატოვა
ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი გუნდის ვარჯიში დროზე ადრე დატოვა. ინსაიდერ რომეო აგრესტის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ტრავმა მიიღო.
"ბებერი ქალბატონის" თავდამსხმელმა დაიზიანა მარჯვენა ხელი და ვარჯიშის მეორე ნაწილმა ჩაიარა მის გარეშე და ამის გარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი თამაში მომავალ უიკენდზე.
"ბიანკონერი" თავის შეხვედრას გამართავს "ემპოლის" წინააღმდეგ, შაბათს, 28 აგვისტოს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა "უდინეზე" ვერ დაამარცხა.
"იუვენტუსის" შვიდიანმა 94-ე წუთზე შეძლო "ზებრების" კარში გოლის გატანა, თუმცა ვიდეო რეფერიმ მისი ბურთი გააუქმა. აქვე დავამატებთ, პირენეელის სახელს "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ.