ფოტო: ადამიანი, რომელმაც დაანონსა მესის ტრანსფერი, ამჯერად ავრცელებს ლეოსა და რონალდუს ფოტოს პსჟ-ს მაისურით
იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ რჩებოდა ლიონელ მესის "ბარსელონაში" დარჩენის ილუზია, ხალიფა ბინ ხამად ალ-ტანიმ ("პარი სენ-ჟერმენის" მფლობელის ძმამ) მისი ტრანსფერი დაანონსა.
ასეც მოხდა - რამდენიმე დღის შემდეგ, არგენტინელი თავდამსხმელი ემოციურად დაემშვიდობა კატალონიას, მისი შემდეგი გაჩერება კი ზუსტადაც რომ "პსჟ" გახდა.
ყატარელი ბიზნესმენი ამჯერად ავრცელებს დამუშავებულ, თუმცა მაინც საოცრად დამაინტრიგებელ ფოტოს - ლეო პარიზელთა ფორმაში, მის გვერდით კი კრიშტიანუ რონალდუ.
"ლურჯ-წითლების" მფლობელის ძმა თავის ფოლოვერებს ორაზროვნად ეკითხება - "შესაძლებელია?". აღსანიშნავია, რომ "პარკ დე პრენსზე" პორტუგალიელის ტრანსფერი გამორიცხეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის სერია ა-დან წასვლა არ კარგავს აქტუალურობას, "პარი სენ-ჟერმენის" ვარიანტიც რეალურ გარემოებად ჩანს.