"რონალდუს ხელფასი პსჟ-სა და პრემიერ ლიგის გუნდებისთვისაც კი პრობლემაა", - რუმენიგე
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ნებისმიერი გუნდისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია:
"რონალდუს ტრანსფერის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მისი ხელფასი ნებისმიერი კლუბისთვის იქნება პრობლემა, მათ შორის პარი სენ-ჟერმენისა და პრემიერ ლიგის წარმომადგენლებისთვის.
პორტუგალიელი თავდამსხმელის ოფიციალური ყოველწლიური ანაზღაურება არის 35 მილიონი ევრო, სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით კი ის 70 მილიონს იღებს.
ეს არ არის ნორმალური და თუ უეფა არ ჩაერევა დროულად, ფეხბურთში ახალი პრობლემები დაისადგურებს", - განაცხადა გერმანელმა ფუნქციონერმა Bild-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის სახელს უკავშირებენ "პსჟ"-ს, "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს". "ბებერი ქალბატონის" უფროსობა კი თავისი 7-იანის წასვლას გამორიცხავს.