ავტორიზაცია

აგენტი რონალდუს ტრანსფერზე მუშაობს — კრიშტიანუს შეძენით მხოლოდ ერთი კლუბია დაინტერესებული

აგენტი რონალდუს ტრანსფერზე მუშაობს — კრიშტიანუს შეძენით მხოლოდ ერთი კლუბია დაინტერესებული
თარიღი 25 Aug 2021, 22:11

"იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში სხვა კლუბში ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობს.

როგორც ცნობილი გამოცემა Sky Sport Italia იტყობინება, 36 წლის პორტუგალიელით მხოლოდ "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული და არა "პსჟ" ან "რეალი".

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ "სიტიში" გადასვლის სურვილი გამოთქვა. ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ არანაკლებ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

კრიშტიანუ "იუვენტუსში" 2018 წლის ივლისში გადავიდა. მასში ტურინელებმა მადრიდის "რეალს" 112 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა რონალდუს "ბებერ ქალბატონთან" მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.