ტიერი ანრი პსჟ-დან მბაპეს შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
"არ ვიცი, რა ხდება მბაპეს თავს. ყოველთვის შეიძლება სპეკულირება და ბევრი რამის თქმა. ვხედავ, გუნდშია, ვარჯიშობს, თამაშობს და ცდილობს თანაგუნდელებს შანსები შეუქმნას. გოლებს იტანს".
"ფეხბურთელი თავისი კონტრაქტის პირობებს ასრულებს, ცუდს არაფერს აკეთებს და მოედანზე იხარჯება, ასე რომ ბედნიერები იყავით. როგორც ხშირად ვამბობ, როცა საქმე გამორჩეულ ფეხბურთელთან გვაქვს, ყოველთვის რაღაც ცუდს ვეძებთ, რაღაც წვრილმანებს. იმედი მაქვს, "პსჟ"-ში დარჩება და ყველაფერი კარგად იქნება", - ციტირებს ანრის სიტყვებს Get French Football News.
16 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" მზად არის 22 წლის სუპერვარსკვლავში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მბაპეს პარიზელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში კილიანმა "პსჟ"-ს რიგებში 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.