"აშკარაა, რომ მბაპეს წასვლა სურს, ჩვენ წინ არავის გადავუდგებით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით", - პსჟ-ს დირექტორი ალაპარაკდა
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ლეონარდო კილიან მბაპეს მომავალზე ალაპარაკდა.
„ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ კილიან მბაპეს წასვლა სურს. თუ ეს მართლაც ასეა, მას გზაზე არ გადავუდგებით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
თუ ვინმეს მისი შეძენა სურს და გადაიხდის იმდენს, რამდენიც ჩვენ გვინდა, მაშინ ვნახოთ რა მოხდება.
მბაპე ყოველთვის გვპირდებოდა, რომ გუნდს უფასოდ არ დატოვებს. ეს მან რამდენჯერმე ღიად გვითხრა.
კილიანს ბოლო პერიოდში ორი შეთავაზება გავუკეთეთ: პირველი მას გუნდის ტოპ-ფეხბურთელების დონეზე დააყენებდა, მეორე კი - მათზე მაღლაც კი. გვინდოდა მისთვის დამტკიცება, რომ ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, პროექტის ცენტრში მყოფი, ცენტრში და არა მასზე მაღლა.
ამ ზაფხულს ჩვენ ოცნება ავისრულეთ და არავის მივცემთ მისი განადგურების უფლებას.
„რეალის“ მხრიდან ეს სტრატეგიას ჰგავს, რომ ჩვენგან უარი მიიღონ, მაგრამ აჩვენონ, რომ მის შესაძენად ყველაფერი გააკეთეს, რეალურად კი მისი გადაბირება მომავალ ზაფხულს უფასოდ სცადონ. რასაც ისინი აკეთებენ არ არის დაშვებული და მიუღებელია.
ჩვენი მიზანია მბაპეს კონტრაქტის გახანგრძლივება და მისი შენარჩუნება, მაგრამ თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, ეს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოხდება, ეს ეხება არამარტო კილიანს, არამედ ყველა ფეხბურთელს.
„რეალის“ შემოთავაზება ძალიან შორს არის იმისგან, რაც ჩვენ გვინდა. დიახ, ის 160 მილიონის ფარგლებშია, ეს კი იმაზე ნაკლებია, რაც ჩვენ 2017 წელს გადავიხადეთ.
„ვაპირებთ თუ არა რეალთან დაკავშირებას? არა. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს შუაღამის იხურება, ჩვენი სტრატეგია იგივე რჩება: მას ვიტოვებთ და კონტრაქტის გახანგრძლივებას შევეცდებით. რაც შეეხება გაყიდვას, მას არ გავუშვებთ იმაზე ნაკლებად, რაც თავის დროზე მასში „მონაკოს“ გადავუხადეთ, მითუმეტეს რომ ამ კლუბსაც ეკუთვნის წილი კილიანის ტრანსფერიდან.““ - აღნიშნა ლეონარდომ.