ავტორიზაცია

მოლაპარაკებებიც გაიმართა — არსენალი არტეტას შემცვლელად კონტეს განიხილავს

მოლაპარაკებებიც გაიმართა — არსენალი არტეტას შემცვლელად კონტეს განიხილავს
თარიღი 25 აგვ 2021, 23:04

იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ჩაიბაროს, იტყობინება The Times.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის თანახმად, 52 წლის მწვრთნელმა შესაძლოა აღნიშნულ თანამდებობაზე მიკელ არტეტა შეცვალოს, თუ ამ უკანაკნელს გაათავისუფლებენ.

როგორც აღინიშნება, ლონდონელთა ხელმძღვანელობამ კონტესთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში "არსენალს" პირველი ორი ტურის შემდეგ ერთი ქულაც არ აქვს.

კონტე ბოლოს მილანის "ინტერს" ედგა სათავეში, სადაც 2020/21 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ამ ზაფხულს კი გუნდიდან წავიდა